საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაგისტრატურაში მიღების პროცედურები და ვადები

მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ახალი ამბები

გამოცხადდა 2025-2026 სასწავლო წლის  მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე. იხილეთ სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, ვადები, პირობები, სტუდენტთა მისაღები რაოდენობა  და  ინფორმაცია საკითხავი მასალის შესახებ:

მიღება გამოცხადდა შემდეგ 11 სამაგისტრო პროგრამაზე (მისაღები რაოდენობა ჯამში 100):

ა) ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი) – მისაღები რაოდენობა  - 3;  ინგლისური ენის გამოცდაზეპირი გამოცდა  -  საკითხავი მასალა

ბ) ბუნების დაცვა და მეტყევეობა  - მისაღები რაოდენობა - 17;  ზეპირი გამოცდა  - საკითხავი მასალა

გ) გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია - მისაღები რაოდენობა  - 7; ზეპირი გამოცდა -  საკითხავი მასალა

დ) გამოყენებითი გენეტიკა - მისაღები რაოდენობა - 4; ზეპირი გამოცდა საკითხავი მასალა

ე) გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) - მისაღები რაოდენობა - 4;  ინგლისური ენის გამოცდა; ზეპირი გამოცდა - საკითხავი მასალა

ვ)  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - მისაღები რაოდენობა  - 12; ზეპირი გამოცდა - საკითხავი მასალა

ზ) ეკოლოგია - მისაღები რაოდენობა  - 14; ზეპირი გამოცდა საკითხავი მასალა

თ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი) - მისაღები რაოდენობა - 5; მიღების პროცედურასამოტივაციო განაცხადის ფორმა; ინგლისური ენის გამოცდა; გამოცდა რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში (საგამოცდო თემატიკა);  ზეპირი გამოცდა (თემატიკა და საკითხავი მასალა)

ი) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (მიმართულება: მოლეკულური ბიომეცნიერებები (მისაღები რაოდენობა - 10); მიმართულება: ნეირომეცნიერებები (მისაღები რაოდენობა - 7))  - საერთო მისაღები რაოდენობა - 17;  ზეპირი გამოცდა - საკითხავი მასალა

კ) სურსათის მეცნიერება - მისაღები რაოდენობა - 7;  ზეპირი გამოცდა საკითხავი მასალა

ლ)  ფიზიკა და ასტრონომია   - მისაღები რაოდენობა - 10; ზეპირი გამოცდა საკითხავი მასალა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების აღწერები შეგიძლიათ იხილოთ აქ :

იხილეთ ინგლისური ენის გამოცდის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები და  ნიმუში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველდღე, 2025 წლის 11-დან  29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით ბმულზეhttps://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters

რეგისტრაციის ბაზაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი. მაგისტრატურის საფეხურზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ატვირთონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (აიტვირთოს მხოლოდ pdf ფაილის ფორმატში) შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნების დაცვით:

ა) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3x4 (jpg ფაილი);

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი (მნიშვნელოვანია, რომ ჩასარიცხმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმების დროს წარმოადგინონ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი;

დ) პირადობის მოწმობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი/საიდენტიფიკაციო ბარათი;

ზ) რეზიუმე (CV);

თ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც სურს ჩააბაროს ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე: „გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი)“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)“ ან „ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)“, უნდა წარმოადგინოს დანართი 1-ით მოთხოვნილი დოკუმენტი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატმა სავალდებულოა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 2 სექტემბერს;

ი) სამაგისტრო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)“ ჩაბარების მსურველმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს GMAT (მინ. ქულა 550) ან GRE (მინ. ქულა 260+3) გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი. თუ აპლიკანტს არ აქვს რომელიმე აღნიშნული სერტიფიკატი, მან უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში, რომელიც გაიმართება 2025 წლის 3 სექტემბერს;

კ) სამაგისტრო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)“ ჩაბარების მსურველმა კანდიდატმა რეგისტრაციის დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს სამოტივაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე;

მ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების ვადები

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე რეგისტრაციაგავლილი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდები და სააპელაციო პროცედურები გაიმართება 2025 წლის 2-დან 13 სექტემბრის ჩათვლით  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილზე დასწრებით.

ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 2 სექტემბერს.

რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 3 სექტემბერს.

შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდები ჩატარდება  2025 წლის 2-დან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი განრიგის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2025 წლის 1-ლი სექტემბრისთვის მხოლოდ მაგისტრანტობის კანდიდატის  რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით.

სავალდებულოა გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარუდგენთ კომისიის წევრებს.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების გამოცხადების ვადებ

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები განთავსდება მხოლოდ რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სიახლეები“ შემდეგი განრიგით:

ინგლისურ ენაში – 2025 წლის 3 სექტემბერს; რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში – 2025 წლის 3 სექტემბერს 18:00 საათზე; სხვა დანარჩენი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები – 2025 წლის 10 სექტემბერს.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისა და განხილვის პროცედურები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტობის კანდიდატებმა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შევსებული და ხელმოწერილი საპრეტენზიო განაცხადი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე sciences_medicine@iliauni.edu.ge შემდეგის გათვალისწინებით:

ა. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებისთვის – ინგლისური ენა; რაოდენობრივი და სიმბოლური მსჯელობა – შეუძლია გამოგზავნოს 2025 წლის 4 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე. აღნიშნული საპრეტენზიო განაცხადების განხილვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართება 2025 წლის 5 სექტემბერს.

ბ. შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდებისთვის შეუძლია გამოგზავნოს 2025 წლის 11 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, აღნიშნული საპრეტენზიო განაცხადების განხილვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართება 2025 წლის 12 სექტემბერს.

საბოლოო შედეგების გამოცხადება

2025 წლის 13 სექტემბერს აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები მხოლოდ რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის, შეფასების და პროგრამის მითითებით.

ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო (გამოცდის მინიმუმ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს  გადალახული ზღვარი) და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 15-16 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, 3/5 ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. ეზოში,  H კორპუსი ოთახი -105.

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან –  2025 წლის 17 -18 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, 3/5 ქ.ჩოლოყაშვილის გამზ, ეზოში,  H კორპუსი ოთახი -105.

ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად მაგისტრანტობის კანდიდატის საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა და თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმების დროს უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტის დედანი:

ა) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3x4 ;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი (მნიშვნელოვანია, რომ ჩასარიცხმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმების დროს წარმოადგინონ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

 უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

დ) პირადობის მოწმობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი/საიდენტიფიკაციო ბარათი;

ზ) რეზიუმე (CV);

თ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელიც აბარებდა ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე „გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი)“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)“ ან „ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)“ უნდა წარმოადგინოს დანართი 1-ის თანახმად მოთხოვნილი დოკუმენტის დედანი (იმ შემთხვევაში, თუ იგი გათავისუფლებულ იქნა ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან).

ი) სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)“ მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს GMAT (მინ. ქულა 550) ან GRE (მინ. ქულა 260+3) გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ იგი გათავისუფლებულ იქნა რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში გამოცდის ჩაბარებისგან).

კ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე (პროგრამის მიმართულებაზე).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 2025 წ. 15 და 16  სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2025 წ. 17 და 18 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

რექტორის ბრძანება  -  ბრძანების დანართი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: sciences_medicine@iliauni.edu.ge

ტელ.: 2 220009 (115)

გისურვებთ წარმატებას!

2025

ბანერები