გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი ბიოქიმიაში (Master of Sciences of Biochemistry)
მოკლე აღწერა:
პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან გამოყენებითი ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიების დარგში არსებული თანამედროვე ცოდნითა და მეთოდებით, შეძლებენ შეისწავლონ ფუნდამენტური ბიოლოგიური პროცესები მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე და მომზადებულები იქნებიან კვლევაზე ორიენტირებული კარიერისთვის როგორც აკადემიურ, ასევე ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის სექტორში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
მაგისტრატურაში მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის საფუძველზე.
საუნივერსიტეტო გამოცდაზე ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას, ზოგადი ბიოლოგიისა და ბიოქიმიის ცოდნას, ასევე ინგლისური ენის დარგობრივ ცოდნას B1 დონეზე. ზეპირი გამოცდა ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული წესის მიხედვით.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს სასურველია (არა სავალდებულო) ჰქონდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების, ქიმიური მეცნიერებების ან ჯანდაცვის სფეროებში.
დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს: აკადემიურ, სახელმწიფო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, კერძო სექტორში: ბიოტექნოლოგიურ საწარმოებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, ფარმაკოლოგიური პრეპარატების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო, კრიმინალისტიკურ და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში. ასევე შესაძლებელია სწავლა განაგრძოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
✉sciences_medicine@iliauni.edu.ge