ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიოლოგიის ბაკალავრი
მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება
პროგრამის შესახებ:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად განახლდა 2020 წელს.
საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება უჯრედებისა და ცოცხალი ორგანიზმების აგებულება და ცხოველქმედების თავისებურებები, მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის კანონზომიერებები, ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები, მათი ფიზიოლოგიური მახასიათებლები, ძირითადი ფუნქციები და მექანიზმები, რომლებიც ორგანიზმის ცხოველქმედებას უდევს საფუძვლად; ასევე შეიძენს ცოდნას ბიოუშიშროების საფუძვლებისა და ლაბორატორიული კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ.
ამასთან პროგრამას ეკუთვნის ბაკალავრიატის ზოგადი მოდული, რომელიც მიმართულია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო თანამედროვე ცოდნა ბიოლოგიაში, შეასწავლოს მას ცოცხალ ორგანიზმთა აგებულება და ფუნქციები, მათი ზრდის, გავრცელების, წარმოშობისა და განვითარების თავისებურებები; გამოუმუშაოს ლაბორატორიული და აკადემიური მუშაობისთვის აუცილებელი კვლევითი, ეთიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
სწავლის ძირითადი მიმართულებები:
ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტის სწავლის ძირითადი კურსებია: ბოტანიკა, ზოოლოგია, ქიმიის საფუძვლები, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია, უჯრედის ბიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია, ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა.
სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებული / კურსდამთავრებულს:
- ექნება ცოდნა ბიოლოგიური მეცნიერებების ფართო სპექტრში, ასევე ბიოლოგიის ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების შესახებ;
- ეცოდინება და გამოიყენებს ცოცხალი სამყაროს ტაქსონომიისა და კლასიფიკაციის პრინციპებს;
- შეძლებს უჯრედებისა და ცოცხალი ორგანიზმების აგებულებისა და ცხოველქმედების თავისებურებების იდენტიფიცირებასა და ანალიზს;
- გააცნობიერებს ნივთიერებათა ცვლის ძირითად პროცესებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ორგანიზმის არსებობას და მის ურთიერთობას გარე სამყაროსთან;
- შეძლებს ამოხსნას მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის კანონზომიერებები და მოლეკულური მექანიზმები, ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები, მათი ფიზიოლოგიური მახასიათებლები, ძირითადი ფუნქციები და მექანიზმები, რომლებიც ორგანიზმის ცხოველქმედებას უდევს საფუძვლად;
- შეძლებს აღწეროს / ახსნას უჯრედის ძირითადი ტიპებისა და მათი ფუნქციების, უჯრედის მეტაბოლიზმისა და ორგანიზმის ზრდისა და განვითარების შესახებ ბიოლოგიური მოვლენები;
- შეძლებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული კვლევის მეთოდის გამოყენებას წინასწარ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით;
- შეძლებს დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, პრობლემების იდენტიფიკაციას, ბიოლოგიის სხვადასხვა სფეროში კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელებას წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების, ინსტრუქციების, მითითებების მიხედვით, რომლის დროსაც იყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს და იცავს აკადემიური პატიოსნების და ბიოეთიკის ნორმებს;
- შეძლებს ბიოლოგიური პროცესების შესახებ მონაცემების შეგროვება-განმარტებას, ინფორმაციის ანალიზს, სინთეზს, რაოდენობრივ და თვისებრივ შეფასებას, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებას;
- შეძლებს ბიოლოგიური პროცესების ირგვლივ იდეების, არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ მოამზადოს თეორიული ან/და პრაქტიკული კვლევის ანგარიში და წარუდგინოს სპეციალისტებსა და არასპეციალისტებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
სწავლის მეთოდები:
- ლექცია
- სემინარი
- პრაქტიკული მეთოდი
- ლაბორატორიული მეთოდი
- დისკუსია/დებატები
- ჯგუფური მუშაობა
- დემონსტრირების მეთოდი
- კვლევითი ხასიათის პროექტების შესრულება
დასაქმების შესაძლებლობები:
- სხვადასხვა დანიშნულების (ქიმიური, ბიოქიმიური, გენეტიკის, კლინიკური) ლაბორატორიები;
- ქიმიური, სამედიცინო, ვეტერინარული, აგრარული, ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული;
- საკვები პროდუქტებისა და პარფიუმერული საწარმოები;
- შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
- ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და მუზეუმები;
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული სექტორი;
- გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში).
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
ზოგადი მოდული | 60 |
ძირითადი სპეციალობა | 120 |
დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები | 60 |