საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)

საუნივერსიტეტო გამოცდის სახეობა: ზეპირი გამოცდა

მინიჭებული აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი – MPH

მოკლე აღწერილობა:

პროგრამა მიზნად ისახავს სექტორის პროფესიონალებს მისცეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პოლიტიკის სფეროსთვის საჭირო და თანამედროვე სტანდარტების სიღრმისეული და სისტემატური ცოდნა და უნარი ინდივიდების, ჯგუფებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რათა მათ შეძლონ წამყვანი პოზიციების დაკავება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საჯარო და კერძო ორგანიზაციებში. პროგრამის სასწავლო გეგმა მოიცავს ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში მიმდინარე ცოდნას, ჯანსაღ გარემოსა და ჯანმრთელობის სოციალურ-ეკონომიკურ დეტერმინანტებს, ჯანდაცვის ეკონომიკასა და პოლიტიკას და ბოლოს გლობალური ჯანმრთელობის საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე, ქვეყნებსა და თემებზე.

პროგრამა შექმნილია ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (ASPHER), ასევე საერთაშორისო ანალოგების მიერ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხდება ზოგადი სამაგისტრო გამოცდისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების საფუძველზე. სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან ეკვივალენტი შემდეგ დისციპლინებში:

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
  • სოციალური მუშაობა და კონსულტაცია
  • საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებები, ან მენეჯმენტი, ან სამედიცინო ექიმის კვალიფიკაცია

დეტალური ინფორმაცია პირობების, მოთხოვნების, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის კომპონენტებისა და კრიტერიუმების შეფასების შესახებ მოცემულია პროგრამის მისაღებ დოკუმენტში და შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე სათაურით „მიღება".

დასაქმების შესაძლებლობები:

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე, აგრეთვე აკადემიურ, სამეცნიერო თანამდებობებზე უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
sciences_medicine@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები