ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

თურქეთის ოზეიგინის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები

ოზეიგინის უნივერსიტეტი აცხადებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამებს. პროგრამები ისწავლება ინგლისურ ენაზე.

საბაკალავრო პროგრამები:
•    ბიზნეს-ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფინანსები და საბანკო საქმე;
•    ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები;
•    სასტუმროს მენეჯმენტი.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები:
•    ელექტროინჟინერია, მაგისტრატურა - სრული დაფინანსება;
•    ელექტროინჟინერია;
•    აღმასრულებელი(MBA);
•    ბიზნესი (მარკეტინგი, ფინანსები, ოპერაციები) - დოქტორანტურა - სრული დაფინანსება.

საჭირო დოკუმენტები:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    გამოცდებში მიღებული ქულების ამსახველი დოკუმენტი;
•    საშუალო სკოლის ატესტატი (ინგლისურ ან თურქულ ენაზე თარგმნილ დანართთან ერთად);
•    ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბარებული TOEFLE-IBT ტესტების დამადასტურებელი დოკუმენტები (იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ენის
ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები რეგისტრაციის პერიოდში მოგიწევთ ოზეიგინის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება);
•    პასპორტის გვერდების ასლი;
•    პასპორტის ზომის ორი ფოტოსურათი (სურათის მეორე მხარეს გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი).

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები