პროგრამა : დოქტორანტურის სტუდენტი ეკონომიკაში ვიზიტორის სტატუსით
მონაშის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს პროგრამას: დოქტორანტურის სტუდენტი ეკონომიკაში ვიზიტორის სტატისით. პროგრამის მიზანია დოქტორანტურის სტუდნეტებმა მოინახულონ ეკონომიკის დეპატრამენტი 2011 წლის 21 ნოემრბიდან 31 ნოემბრის ჩათვლით. პროგრამა განკუთვნილია დოქტორანტურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის და აძლევს მათ შესაძლებლობას ურთიერთობა დაამყარონ ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, დაესწრონ სემინარებს და წარადგინონ კვლევა ეკონომიკის დეპარტამენტში სემინარების სახით.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ სააპლიკაციო ფორმა, რეზიუმე, კვლევის მოკლე აღწერა და დასრულებული სამუშაო ფურცელი. დოკუმენტები უნდა იყოს დაწერილი ინგლისურ ენაზე PDF ფორმატში.
განაცხადების გაგზავნი ბოლო ვადაა 2011 წლის 15 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.