ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პადოვას უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები

პადოვას უნივერსიტეტი აცხადებს კვლევითი სტიპენდიების პროგრამას. 3 წლიანი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კანდიდატები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ადგილითა და უფასო მგზავრობით.

სადოქორო პროგრამის ხანგრძლივობა: 2012 წლის 2 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
სტიპენდია მოიცავს ყოველწლიურად 13.638,47 ევროს.

მოთხოვნები:
•    უცხო ქვეყნის მოქალაქე;
•    უცხო ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილი;
•    უცხო ქვეყანაში მიღებული აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი).

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 5 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები