ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისაგან ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო კურსის გასავლელად გამოყოფილი სრულად და ნაწილობრივ ანაზღაურებადი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სტიპენდიის მიღებით დაინტერესებული კანდიდატი არ უნდა იყოს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და უნდა ფლობდეს ოფიციალურ მოწვევას ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სამაგისტრო კურსის გასავლელად.
მოცემული სტიპენდიებით გათვალისწინებული სრული თუ ნაწილობრივი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის აკადემიურ მოსწრებაზე, განვითარების პოტენციალსა და ფინანსურ მდგომარეობაზე.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.