ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იელის უნივერსიტეტის მსოფლიო პრაქტიკანტთა პროგრამა

იელის უნივერსიტეტი აცხადებს მსოფლიოს პრაქტიკანტთა პროგრამას საშუალო კარიერის პროფესიონალებისათვის, ვისაც აქვს მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 20 წლის სამუშაო გამოცდილება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვისაც სურს გაიღრმაოს ლიდერული პოტენციალი და საერთაშორისო ცნობიერება, დაამყაროს კავშირი იელის საზოგადოებასთან. პროგრამაზე რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ- რეჟიმში.

სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
მაქსიმალური ასაკი: 38 წელი.

საჭირო დოკუმენტები:
•    ონლაინ-აპლიკაციის ფორმა;
•    რეზიუმე;
•    ორი ესე (თითოეული ესე უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 500 სიტყვისგან);
ინფორმაცია თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ (ესე 1);
მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, რეგიონისა თუ საზოგადოებისთვის და მისი წარმატებით გადაჭრის გზების ძიება (ესე 2);
•    სამი სარეკომენდაციო წერილი.

პროგრამაზე რეგისტრაცია უფასოა.

პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 9 დეკემბერი, 11:59 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები