ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი მუშაობას განაგრძობს ონლაინრეჟიმში

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი განაგრძობს მუშაობას  ონლაინრეჟიმში. სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია ისეთ გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, სხვადასხვა შიში, ურთიერთობის პრობლემები, სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობა და ა. შ.

კონსულტაცია წარიმართება პროგრამა ZOOM-ის საშუალებით.

ჩასაწერად გთხოვთ მოგვმართოთ მეილზე: ispcc@iliauni.edu.ge

ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 511 13 99 90; 511 13 99 91; 511 13 99 92; 511 13 99 94

ბანერები