ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ილიაუნის სტუდენტები აგროტურიზმის საველე ლექციაზე

ახალი ამბები

18 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ინიციატივით სალექციო კურსის „აგროტურიზმის“ ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობას.

„ელკანას“ მენეჯერმა თამაზ დუნდუამ მათ გააცნო მეურნეობა, საქმიანობის მიმართულებები და ჩაუტარა ლექცია „კლიმატის ცვლილება და მისი გამოწვევები აგროტურიზმში“.

ხოდაშენის საკონსერვაციო მეურნეობა ადგილობრივი აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ტრადიციული ჯიშების კონსერვაციასა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.

სტუდენტებმა ასევე მოინახულეს ისტორიული კვეტერას ციხე-ქალაქის კომპლექსი.

ტურის დროს მიღებული ცოდნითა და შთაბეჭდილებებით სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს უნივერსიტეტში წარსადგენად.

ვიზიტი აგროტურიზმის კურსის პრაქტიკული კომპონენტია და მიზნად ისახავს აგრარული მემკვიდრეობის, მდგრადი მეურნეობის მოდელებისა და ტურიზმთან მათი ურთიერთკავშირის უკეთ შესწავლას.

 

2025

ბანერები