ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ვისეგრადის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა

ვისეგრადის საერთაშორისო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების მისაღებად. სტიპენდიები გადაეცემათ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს 1-დან 4 სემესტრამდე სასწავლო პროგრამის გასავლელად მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებელში.

კანდიდატებს, რომელთა უნივერსიტეტიც განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მასპინძელი უნივერსიტეტიდან ან ინსტიტუტიდან 1,500 კილომეტრზე მეტით იქნება დაშორებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სამგზავრო გრანტი.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მსოფლიოს 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. განაცხადის შეტანის მომენტში კანდიდატს მშობლიურ უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 სემესტრი. პროგრამა იყოფა შემომავალ და გამავალ სტიპენდიებად.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები