ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

უფასო ონლაინ კურსი "ახალგაზრდობა და დემოკრატია"

მოძრაობა "Youth Action for Change" წარმოადგენს საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც 18-30 წლის ახალგაზრდებს სთავაზობს უფასო ონლაინ კურსებს.  

კურსების გავლის მსურველი კანდიდატები აქტიურ მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ ისეთ ღონისძიებებში, როგორიც არის საკუთარი სახელმწიფოს დემოკრატიული კუთხით გაუმჯობესება.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა პროგრამის 25 მონაწილე. უპირატესობა მიენიჭებათ გამორჩეულად აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს. მონაწილე ახალგზარდებს უნდა გააჩნდეთ ინტერნეტთან რეგულარული (მინიმუმ კვირაში 5 საათიანი) წვდომა, რათა მოახერხონ ყველა სესიის მოსმენა და საშინაო დავალებათა შესრულება პროგრამის გავლის დამადასტურებელი საბოლოო სერთიფიკატის მისაღებად. სასწავლო კურსი ჩატარდება 2010 წლის 8 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, ინგლისურ ენაზე.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 25 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები