საერთაშორისო სემინარი პოლონეთში (კრაიზაუ) – „ევროპა და მიგრაცია“
საერთაშორისო ახალგაზრდული შეხვედრების ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო სემინარზე "ევროპა და მიგრაცია". სემინარი ჩატარდება 2010 წლის 3 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით. არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთათვის სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 30 ევროს.
კანდიდატთა ასაკი: 19-29 წელი.
სემინარზე განიხილება:
• აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა და მათი პერსპექტივები მიგრაციასთან მიმართებაში;
• რა აიძულებს ადამიანებს მიგრაციას?
• აღმოსავლეთ ევროპაში ემიგრაციის პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება;
• დასავლეთ ევროპაში იმიგრაციის პრობლემები და მათთან გამკლავების საშუალებები;
სემინარში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• რეზიუმე (CV);
• დაახლოებით 1200 სიტყვის შემცველი ესსე შემდეგი სათაურით: „როგორ ვხედავ მიგრაციის პრობლემებს“.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 25 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.