ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები

კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011-2012 სასწავლო წლისათვის აცხადებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღებას უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტებზე და ინსტიტუტებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკადემიურ პროგრამებზე. სწავლების ენაა რუსული.

განცხადებას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებზე ჩასარიცხად თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
•    რექტორის სახელზე დაწერილი სააპლიკაციო ფორმა;
•    კითხვარი;
•    დიპლომის ასლი აკადემიური მოსწრების ფურცელთან ერთად;
•    პასპორტის ასლი;
•    დაბადების მოწმობის ასლი;
•    ცნობა ვიჩ ინფექციის არ არსებობის შესახებ, თუ უკრაინის საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
•    ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
•    სადაზღვევო პოლისი;
•    10 ფოტოსურათი (ზომა 3x4 სმ.);
•    უკან დასაბრუნებელი ბილეთი ერთი წლის ვადით.

კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ სტუდენტი პირადად წარადგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალს.

განაცხადები და დოკუმენტები საბაკალავრო პროგრამებზე ტარას შევჩენკოს კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღება 2011 წლის 20 აგვისტომდე, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში 2011 წლის 31 ივლისამდე.

განაცხადები და დოკუმენტები სამაგისტრო პროგრამებზე მიიღება 2011 წლის 16 ივლისამდე.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები