ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კანადის სტიპენდიების პროგრამა

ცხადდება კანადის ქ. მონრეალის ცხრა (9) თვიანი სასტიპენდიო პროგრამა. პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიების მიღების მსურველი ახალგაზრდების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
•    ინიციატივის გამოჩენა;
•    მოტივაცია;
•    მსოფლმხედველობა;
•    წარმოსახვის უნარი;
•    საკომუნიკაციო უნარ – ჩვევები;
•    ინფორმირებულობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში;
•    ცვლილებების განხორციელებაზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის არგუმენტირებული სურვილი.

არსებული სტიპენდიით ანაზღაურდება:
•    სამშობლოდან კანადაში ორმხრივი მგზავრობის ხარჯები;
•    კვებისა და შემთხვევითი ხარჯების ყოველთვიურად 1000 კანადური დოლარის ოდენობით;
•    წინასწარი საარსებო  ხარჯები 500 კანადური დოლარის ოდენობით;
•    პროგრამის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და დაბინავების ხარჯები.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

•    ასაკი: 23-30 წელი (2010 წლის 31 დეკემბრისათვის);
•    მაღალი მოტივაცია;
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
•    ორი ან სამი წლის პროფესიული გამოცდილება;
•    სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი;
•    ლიდერობის პოტენციალი;
•    კარგი კომუნიკაციის უნარი;
•    ფართო დაინტერესება მსოფლიო საკითხებით და ყოველდღიურ საკითხთა ეფექტური გადაწყვეტის პოტენციალი.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები