იუნესკო/კეიზო ობუჩის 2011 წლის ერთობლივი კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის
იუნესკო/კეიზო ობუჩის სტიპენდია განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს და სურვილი აქვთ განახორციელონ კვლევითი სამუშაოები საზღვარგარეთ 3-9 თვის განმავლობაში.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში:
გარემო (პრიორიტეტულია წყლის მეცნიერებები);
კულტურათაშორისი დიალოგი;
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კანდიდატების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს მოწვევა იმ უნივერსიტეტიდან, რომელშიც კვლევის ჩატარებას აპირებს.
პრიორიტეტი ენიჭებათ:
ქალებს;
კანდიდატებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან.
კანდიდატები უნდა ფლობდნენ იმ ქვეყნის ენას, რომელშიც კვლევა იგეგმება;
კანდიდატებს შეუძლიათ აწარმოონ კვლევა ერთ ან ორ ქვეყანაში.
სტიპენდიის მოპოვების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• უმაღლესი განათლების (მაგისტრის ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად;
• სარეკომენდაციო წერილი;
• მიმწვევი კვლევითი დაწესებულების თანხმობის წერილი;
• იმ ქვეყნის ენის ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კანდიდატი კვლევის ჩატარებას აპირებს;
• დაგეგმილი კვლევითი სამუშაოს დეტალური აღწერა (მაქსიმუმ ორი გვერდი), მასში უნდა შედიოდეს შემდეგი ინფორმაცია:
1. კვლევის მიზანი, დასაბუთება, სიახლე, მნიშვნელობა;
2. მოსალოდნელი შედეგი;
3. კვლევის მეთოდი;
4. კვლევის ჩასატარებელი ადგილი;
5. კვლევის ხანგრძლივობა;
6. დეტალური ბიუჯეტი (მინიმუმ 6 000 მაქსიმუმ 10 000 აშშ დოლარი)
განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2010 წლის 22 ნოემბრის 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.