იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტის სასწავლო კურსი „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“
იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტი აცხადებს საზამთრო პროგრამას „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია: მიგრანტების უფლებათა დაცვის მექანიზმები“. კურსი ჩატარდება 2011 წლის 10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით.
სასწავლო კურსის თემები:
1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მოქმედი მექანიზმი;
2. კონვენციის როლი მიგრანტებისა და ეროვნების სტატუსის არმქონე პირთა დაცვის საკითხებში.
მოცემული კურსის ძირითად სამუშაო ენებს წარმოადგენს ინგლისური და ფრანგული. სასწავლო კურსის სტიპენდია ითვალისწინებს მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას 300 ევროს ოდენობით (დაბინავებასა და ე.წ. „კოფებრეიქთან“ ერთად) ან 200 ევროს ოდენობით (მხოლოდ „კოფებრეიქთან“ ერთად). შემცირებული სტიპენდია (200 ევრო) დაინიშნება აკადემიური მოსწრებისა და პერსონალური ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• დეტალური სამოტივაციო წერილი;
• რეზიუმე (CV);
• საზამთრო სკოლის მიერ განსაზღვრული ფინანსური პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 20 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.