იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაცია „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის“ სტიპენდიები
იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაცია „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი“ აცხადებს კონკურსს საერთაშორისო დოქტორანტი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის მისაღებად შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინრო საქმე და მედიცინა. სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამიდან ექვს თვემდე ვადით 2012 წლის აპრილიდან 2013 წლის მარტამდე. კანდიდატებმა განაცხადში უნდა მიუთითონ სწავლების ხანგრძლივობის სასურველი ვადა (3 ან 6 თვე). აღსანიშნავია, რომ ფონდი უპირატესობას მიანიჭებს 6 თვიანი სასწავლო კურსის გავლის მსურველ კანდიდატებს.
სტიპენდიის მიღებით დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიმებს:
• ფლობდნენ დოქტორის ხარისხს;
• განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 48 წელს;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ან იაპონურ ენას;
• არ უნდა იყვნენ ნამყოფი იაპონიაში, ამასთანავე არც განაცხადის წარდგენის მომენტისათვის. ფონდის მიერ სასწავლო სტიპენდიაზე წარსულში მოწვეული პირები აღარ დაიშვებიან;
• სამშობლოში უნდა იყვნენ დასაქმებული და კურსის დასრულებისთანავე აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში;
• უნდა ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.