ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის სტიპენდიები მაგისტრატურაში სწავლის მსურველთათვის 2011-2012
ღია საზოგადოების ფონდი და ედინბურგის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურსს ერთწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
• პოლიტიკური სწავლებანი (MSc in Policy Studies);
• ნაციონალიზმის სწავლებანი (MSc in Nationalism Studies);
• პოლიტიკური თეორია (MSc in Political Theory);
• სოციალური კვლევა (MSc in Social Research);
• სოციალური ანთროპოლოგია (MSc in Social Anthropology);
• შედარებითი საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Comparative Public Policy);
• გლობალური ჯანდაცვა და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Global Health and Public Policy);
• ჯანდაცის უთანასწორობა და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Health Inequalities and Public Policy);
• ჯანდაცვის სისტემები და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Health Systems and Public Policy).
ძირითადი მოთხოვნები:
• პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და განაცხადის შემოტანის მომენტში უნდა ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. კონკურსში არ დაიშვებიან ის პირები, რომლების დროებით იმყოფებიან ქვეყნის გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით;
• ბრწყინვალედ ფლობდნენ ინგლისურ ენას;
• უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ან სწავლობდნენ დამამთავრებელ კურსზე;
• არ უნდა ჰქონდეთ მიღებული დიდი ბრიტანეთის სამთავრობო გრანტი;
• გრანტის ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის ან სამუშაოს გასაგრძელებლად;
ედინბურგის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.