ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ესსეების კონკურსი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აცხადებს ესსეების კონკურს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს.

კონკურსის პირობები:
•    სტუდენტებმა უნდა გამოხატონ მათი მოსაზრებები ერთიანი კავკასიის იდეის შესახებ, რომელზეც ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 65–ე სესიაზე;
•    ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს;
•    ესსე უნდა იყოს დაწერილი  ქართულ ენაზე.

შერჩეულ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობაში, მონაწილეობა მიიღონ აქტუალური საკითხების განხილვაში და ანალიტიკური მასალების მომზადებაში.

შერჩეული ესსეები გამოქვეყნდება კომიტეტის ვებ გვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
•    CV (მიუთითეთ სწავლის პერიოდში შესრულებული წერილობითი ნაშრომები);
•    თავფურცელი (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, თემის სათაური);
•    ესსე (3 გვერდი) ქართულ ენაზე.

ესსეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 დეკემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები