ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ესექსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა 2011-2012

ღია საზოგადოების ინსტიტუტი და ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი აცხადებენ კონკურს 2011 -2012 აკადემიური წლისათვის ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, შემდეგ დარგებში სასწავლებლად:

•    ადამიანის უფლებები (პრაქტიკა და თეორია) MA;
•    ადამიანის უფლებები და კულტურული;
•    განსხვავება MA;
•    საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარიზმში LLM;
•    საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებში LLM.

ძირითადი მოთხოვნები:

•    პროგრამაში მონაწილეობის   მსურველები უნდა იყვნენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;
•    უნდა იყვნენ დამამთავრებელ კურსზე ან უნდა ჰქონდეთ მინიმუმ  ბაკალავრის ხარისხი შესაბამის დარგში;
•    უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (კონკურსის ფარგლებში საჭირო იქნება   ინგლისური ენის ტესტის IELTS ჩაბარება. საბოლოო გამსვლელი ქულაა 7,0; თითოეულ სექციაში არა ნაკლებ 6,5 ქულისა ); 
•    პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში მიღებულ იქნება მხედველობაში;
•    არ უნდა იყვნენ საქართველოში საერთაშორისო განათლების ცენტრისა და  ღია საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომლები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან საგრანტო სასწავლო პროგრამებთან, ასევე მათი ნათესავები;
•    სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში;   

ესექსის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა  2011  წლის 17  იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები