ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბულგარეთის (სოფიას) კვლევითი სტიპენდიები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

ბულგარეთის ქ. სოფიას სასწავლო ცენტრი (CAS) აცხადებს კონკურსს დოქტორის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისათვის 2011/2012 სასწავლო წლის კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. მოცემული პროგრამა მოიცავს ორიდან 5 თვემდე კვლევით/სასწავლო პერიოდს. კანდიდატებმა თვითონ უნდა აირჩიონ კურსის დაწყების თარიღი: 2011 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 31 ივლისამდე ან 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 29 თებერვლამდე.

პროგრამის მიმართულება: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.

პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიები მოიცავს:
•    სოფიაში ყოფნისას ყოველთვიური საარსებო ხარჯების ანაზღაურებას 700 ევროს ოდენობით;
•    სოფიაში დაბინავებას;
•    CAS ცენტრის საბიბლიოთეკო და საინფორმაციო – ტექნოლოგიურ რესურსებითა და მონაცემთა ბაზებით უზრუნვეყოფას;
•    მგზავრობის ხარჯებს 400 ევროს ოდენობით;
•    კვლევითი საქმიანობის ხარჯებს  ყოველთვიურად100 ევროს ოდენობით.

სტიპენდიანტები მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მიერ ორგანიზებულ მრავალრიცხოვან ლექცია –სემინარებსა და კონფერენციებში, სადაც წარმოადგენენ და კოლეგებთან ერთად განიხილავენ საკუთარ  სამეცნიერო – კვლევით პროექტებს. აღნიშნული ნაშრომები გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე.

სამუშაო ენა: ინგლისური.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
•    არ იყვნენ ბულგარეთის მოქალაქეები;
•    ფლობდნენ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში;
•    სასურველია საერთაშორისო კვლევითი გამოცდილება (პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობა);
•    კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი (უნდა გააგზავნონ უშუალოდ რეკომენდატორებმა);
•    სამეცნიერო – კვლევითი ნაშრომის თეზისები.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები