ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ვუდროვ ვილსონის საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიები

ვაშინგტონის ვუდროვ ვილსონის საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად აცხადებს 20–25 ადგილობრივ სტიპენდიას საერთაშორისო სტუდენტებისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში. სასტიპენდიო თეზისები უნდა ეხებოდეს საჯარო პოლიტიკას.
 
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება:
•    მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელი (პირი, რომელიც არ არის აშშ–ს მოქალაქე, აქვს ვადიანი საზღვარგარეთის პასპორტი და გასამგზავრებელი J-1 ვიზა);
•    კანდიდატი, რომელიც  ფლობს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხს (ხარისხი მიღებული უნდა ჰქონდეს 2010 წლის 1 ოქტომბრამდე);
•    კანდიდატი, რომელიც სრულფასოვნად ფლობს ინგლისურ ენას.

სტიპენდია ანაზღაურებს კანდიდატთა ორმხრივი საჰაერო მგზავრობის ხარჯებს. თუ სტიპენდიის განმავლობაში სტიპენდიანტთან ერთად აუცილებელი გახდა მეუღლის ან შვილების ცხოვრება, სტიპენდია ასევე დაუფარავს მათ მგზავრობის ხარჯებს.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

•    მიმდინარე წლის სექტემბრიდან მაისის ჩათვლით (9 თვე).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები