ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ვისეგრადის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა

ვისეგრადის საერთაშორისო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების მისაღებად. სტიპენდიები გადაეცემათ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს 1-დან 4 სემესტრამდე სასწავლო პროგრამის გასავლელად.

კანდიდატებს, რომელთა უნივერსიტეტიც განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მასპინძელი უნივერსიტეტიდან ან ინსტიტუტიდან 1,500 კილომეტრზე მეტით იქნება დაშორებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სამგზავრო გრანტი.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მსოფლიოს 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. განაცხადის შეტანის მომენტში კანდიდატს მშობლიურ უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 სემესტრი. პროგრამა იყოფა შემომავალ და გამავალ სტიპენდიებად:

განაცხადების ელექტრონულად მიღება დაიწყება 2009 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

www.artist.visegradfund.org/scholarships.html

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები