ვეიდენფილდის სტიპენდიებისა და ლიდერობის პროგრამა
ვეიდენფილდის სტიპენდიებისა და ლიდერობის პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სადოქტორო სტიპენდიებს 2011-2012 სასწავლო წლისათვის.
პროგრამა მოიცავს არაერთ მიმართულებას: პოლიტიკური ფილოსოფია, ლიდერობის პოტენციალის განვითარება, კონფლიქტების დარეგულირების მენეჯმენტი, საჯარო პოლიტიკა, სამედიცინო მეცნიერებები და ა.შ.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ხარისხს პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალობებში. სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
ვეიდენფილდის სტიპენდიების მიღების მსურველი კანდიდატები წინასწარ ჩარიცხულნი უნდა იყვნენ ოქსფორდის უნივერსიტეტში მათთვის სასურველ სპეციალობაზე.
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს დუკავშირდებიან 2011 წლის მაისის დასაწყისში.
ფილოსოფიურ და სამედიცინო მეცნიერებათა სპეციალობების სტუდენტებისათვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 7 იანვარი, ხოლო დანარჩენ სპეციალობათა სტუდენტებისათვის 2011 წლის 21 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.