ვაშინგტონის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის სტიპენდიები
ვაშინგტონის (აშშ) დემოკრატიის ნაციონალური ფონდი აცხადებს კონკურსს „რეიგან – ფასცელის დემოკრატიის“ სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამა საშუალებას მისცემს აქტივისტებს, პრაქტიკოს მუშაკებს, მეცნიერებსა და ჟურნალისტებს, მსოფლიოს მასშტაბით გაიღრმაონ გამოცდილება დემოკრატიის განვითარების კუთხით.
პროგრამა იყოფა ორ პერიოდად და თითოეული მოიცავს ხუთ თვეს. სავალდებულოა ინგლისურის, როგორც პროგრამის ძირითადი სამუშაო ენის სრულფასოვნად ფლობა. პროგრამის ყველა მონაწილე ისარგებლებს ყოველთვიური სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, მგზავრობისა და კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა ხარჯებით. მოცემული სტიპენდიებით არ ანაზღაურდება პროფესიულ ტრენინგებთან, პრაქტიკულ სამუშაოებთან და სტუდენტების მიერ აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის გაწეულ საქმიანობებთან დაკავშირებული ხარჯები.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.