ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ვაშინგტონის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის „რეიგან–ფასცელის დემოკრატიის“ სტიპენდიები

ვაშინგტონის  (აშშ) დემოკრატიის ნაციონალური ფონდი აცხადებს კონკურსს „რეიგან–ფასცელის დემოკრატიის“ სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამა საშუალებას მისცემს დემოკრატიის აქტივისტებს, პრაქტიკოს მუშაკებს, მეცნიერ–სწავლულებსა და ჟურნალისტებს მსოფლიოს მასშტაბით გამოცდილება გაიღრმავონ დემოკრატიის განვითარების კუთხით და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გაიუმჯობესონ დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერის მიმართულებით.

პროგრამა განსაკუთრებით მოწოდებულია მხარი დაუჭიროს პრაქტიკოს–მუშაკებს, მეცნიერ–სწავლულებსა და ჟურნალისტებს განვითარებად სახელმწიფოებიდან.

სავალდებულოა ინგლისურის, როგორც პროგრამის ძირითადი სამუშაო  ენის სრულფასოვნად ფლობა.

პროგრამის ყველა მონაწილე ისარგებლებს ყოველთვიური სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, მგზავრობისა და კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა ხარჯებით. მოცემული სტიპენდიებით არ ანაზღაურდება პროფესიულ ტრენინგებთან, პრაქტიკულ სამუშაოებთან და სტუდენტების მიერ აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის გაწეულ საქმიანობებთან დაკავშირებული ხარჯები.

პროგრამა იყოფა ორ 5 თვიან პერიოდად:
•    2011 წლის საშემოდგომო პერიოდი - 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 28 თებერვლამდე; 
•    2012 წლის საგაზაფხულო პერიოდი - 2012 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ნოემბერი
.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები