ვარვიკის უნივერსიტეტის სტიპენდიები 2010-2011 სასწავლო წლისთვის
ღია საზოგადოების ინსტიტუტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო და ვარვიკის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურს ერთწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ვარვიკის უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლისათვის.
ძირითადი მოთხოვნები:
• განაცხადის შემოტანის მომენტში უნდა ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. კონკურსში არ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც სამ თვეზე მეტი დროით იმყოფებიან ქვეყნის გარეთ;
• ბრწყინვალედ ფლობდნენ ინგლისურ ენას;
• უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი 2010 წლის სექტემბრამდე;
• უნდა ჰქონდეთ მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი და ლიდერის თვისებები;
• არ უნდა ჰქონდეთ მიღებული დიდი ბრიტანეთის სამთავრობო გრანტი;
• გრანტის ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის ან სამუშაოს გასაგრძელებლად;
• არ უნდა იყვნენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოს ან ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის თანამშრომლები.
განაცხადები მიიღება მხოლოდ იმ სპეციალობებზე, რომლებიც შედის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტში, გამონაკლისია ბიზნეს სკოლა და ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა სოციალურ მუშაკთათვის.
ვარვიკის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 29 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდი: http://www2.warwick.ac.uk/departments/academic/
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)