ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ვარვიკის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები 2011–2012 სასწავლო წლისათვის

დიდი ბრიტანეთის ვარვიკის უნივერსიტეტი და საერთაშორისო განათლების ცენტრი  აცხადებენ კონკურსს ერთწლიანი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად ვარვიკის უნივერსიტეტში. სტიპენდია ფარავს მგაზვრობის, უნივერსიტეტში  სწავლისა და  ცხოვრების ხარჯებს არა უმეტეს 12 თვისა.

სასტიპენდიო განაცხადები მიიღება შემდეგ სპეციალობებზე:
•    შემოქმედებითი და მედია კომპანიები;
•    გლობალური მედია და კომუნიკაცია;
•    საერთაშორისო კულტურული პოლიტიკა და მენეჯმენტი;
•    გენდერული თანასწორობა და საერთაშორისო განვითარება;
•    სოციალური კვლევა;
•    ინგლისური ლიტერატურა;
•    მართლწერა;
•    კინო და სატელევიზიო სწავლებები;
•    ქიმია და სამეცნიერო მოღვაწეობა;
•    სამეცნიერო კვლევები და კომუნიკაცია;
•    საერთაშორისო განვითარების სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვა.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
•    განაცხადის წარდგენის მომენტში უნდა ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. კონკურსში არ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც სამ თვეზე მეტი დროით იმყოფებიან ქვეყნის გარეთ;
•    ბრწყინვალედ ფლობდნენ ინგლისურ ენას და შეეძლოთ ინგლისური ენის ტესტში მაღალი ქულის მიღება ( IELTS – 6,5; ან  iBT TOEFL- 92);
•    უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი 2011 წლის სექტემბრამდე;
•    უნდა ჰქონდეთ მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი და ლიდერის თვისებები;
•    არ უნდა ჰქონდეთ მიღებული დიდი ბრიტანეთის სამთავრობო გრანტი;
•    გრანტის  ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის ან სამუშაოს გასაგრძელებლად;
•    უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც არ უსწავლია უცხოეთში.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები