ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

უნგრეთის სტიპენდიების პროგრამა- სამართლის დაცვა

ცხადდება უნგრეთის სტიპენდიების პროგრამა, რომლის მიზანია თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსების მეშვეობით საერთაშორისო ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე აქტივისტების ურთიერთკავშირის განვითარება/გაღრმავება. პროგრამა დაიწყება 2011 წლის შემოდგომიდან.

პროგრამის ხანგრძლივობა: ორი წელი.

პროგრამის მონაწილეები პირველ წელს დაამუშავებენ საკონკურსო ნაშრომს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ასევე გაივლიან სამთვიან სტაჟირებას ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციაში. სასწავლო პროგრამის მეორე წელს მოუწევთ სამშობლოში დაბრუნება და მათ წარმდგენ ორგანიზაციებთან თანამშრობლობით საადვოკატო საქმიანობა.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 24 იანვარი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების  განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები