უნგრეთის ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსები
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი) გთავაზობთ საზაფხულო კურსებს: „სქესი, სახელმწიფო და კეთილდღეობა გლობალურ ეკონომიკაში“. კურსები გაიმართება 2011 წლის 4 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელ სტუდენტებს, აგრეთვე მკვლევარებსა და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
პროგრამის სამუშაო ენა: ინგლისური.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• სარეკომენდაციო წერილი;
• სრულყოფილი რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა);
• სასურველია აგრეთვე ინგლისურ ენაზე დამუშავებული სტატიის ამონარიდისა და აღნიშნული ენის სრულყოფილად ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ჩაბარებული გამოცდის შედეგების) ასლების გაგზავნა;
პროგრამის ღირებულებაა 300 ევრო, მაგრამ მონაწილეთათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას სრული ან ნაწილობრივი ფინანსური დახმარება სასწავლო პროცესთან, დაბინავებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.