ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა „სტუდენტური ინიციატივა 2011“

პროგრამა „სტუდენტური ინიციატივა 2011" მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართვას უმაღლესი განათლების სფეროს სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში.  პროგრამა ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის დემოკრატიზაციის პროცესში სტუდენტების მონაწილეობას და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული დროებითი სტუდენტური ალიანსების ჩამოყალიბებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ცალკეულ სტუდენტებს, ასევე კოლექტიურ სტუდენტურ ორგანიზაციებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შევსებულ საინფორმაციო ფურცელს, დასამუშავებელი პროექტის არსის დეტალურ აღწერასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, პროექტის განხორციელებისაგან მისაღწევ მოსალოდნელ შედეგებს, სტუდენტური ორგანიზაციის მოკლე დახასიათებას (თუ საპროექტო წინადადება იგზავნება მის მიერ), პროექტის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელთა რეზიუმეს (CV) და პროექტის განხორციელებისათვის გათვალისწინებული  ბიუჯეტის დეტალურ ნუსხას აშშ დოლარისა ან ევროს ექვივალენტში.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები