ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

უფასო ტრენინგი "ახალგაზრდა ლიდერები კონფლიქტის მართვაში"

ასოციაცია დევნილ ბავშვთა და მოზარდთა კავშირი - "დიოსკურია", ჩეხური ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში"-ს და ევრო კომისიის ფინანასური დახმარებით, ზუგდიდში, ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდა ლიდერები კონფლიქტის მართვაში".

პროექტის ფარგლებში სამჯერ ჩატარდება 4 დღიანი ტრენინგი (აგვისტო 21-24, სექტემბერი 9-12, ოქტომბერი 9-12). ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ პროფესიონალურ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების შესახებ, გაეცნობიან მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების ისტორიას და გაავლებენ პარალელებს.

თეორიული კურსის პარალელურად ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც. ეს დაეხმარებათ მონაწილეებს გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები და ისწავლონ მათი მართვა.

მონაწილეები შეხვდებიან კონფლიქტზე მომუშავე ექსპერტებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგში.

არჩეული კანდიდატები მიიღებენ ინფორმაციას ახალი მედიის საშუალებების გამოყენების შესახებ. შესრულდება პრაქტიკული სავარჯიშოები. ტრენინგის მსვლელობისას შეიქმნება ბლოგი, რომელზეც მუშაობა სავალდებულო იქნება თითოეული მონაწილისთვის. ტრენინგის დასრულების შემდეგ ახალ ინფორმაციებს ტრენერები და მონაწილეები გაცვლიან ტრენინგის დროს შექმნილ ბლოგის დახმარებით.

ტრენინგის ბოლოს გადაიცემა სერტიფიკატი.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, სტუდენტებს, დევნილ და სხვადასხვა პროფესიის მქონე კონფლიქტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

მონაწილეების შერჩევა მოხდება СV-ს და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

 

ბანერები