ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2011-2012 სასწავლო წლისთვის  გამოყო 40 სტიპენდია თურქული ენის კურსების გასავლელად: 8 სტიპენდია მაძიებლის, ხოლო 1 სტიპენდია სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს სწავლას, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელსა და სამედიცინო დაზღვევას. მგზავრობის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.

საბუთების მიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს  2011 წლის 30 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები