თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2010/2011 სასწავლო წლისთვის
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2010-2011 სასწავლო წლისთვის გამოყო 30 თურქული ენისა და კულტურის საზაფხულო სტიპენდია, 10 სტიპენდია მაძიებლის და ერთი სტიპენდია მაგისტრატურა/დოქტურანტურის პროგრამაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საბუთების ჩამონათვალი
მაგისტრატურის/დოქტორანტურის პროგრამებზე:
მაძიებლის პროგრამაზე აპლიკანტს უნდა ჰქონდს ბაკალავრის ხარისხი.
• სააპლიკაციო ფორმა (ორი ასლი სურათებით 3x4-ზე);
• დიპლომი 2 ასლი;
• დიპლომის დანართის 2 ასლი;
• ჯანმრთელობის ცნობა;
• ერთი ფოტოსურათი 3x4;
• პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი და ყველა შევსებული ან შტამპიანი გვერდის ასლი;
• CV -ის ორი ასლი (ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე);
• ორი სარეკომენდაციო წერილი ( პროფესორებისაგან);
• თომერის ენის კურსების სერტიფიკატი (თუ კანდიდატს აქვს).
მოთხოვნილი დოკუმენტები, თუ ისინი ქართულ ენაზეა, უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე და წარმოდგენილი ორ ეგზემპლარად სხვადასხვა ფაილში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საბუთების ჩამონათვალი
მაძიებლის პროგრამებზე:
მაძიებლის პროგრამაზე აპლიკანტს უნდა ჰქონდს ბაკალავრის ხარისხი.
• სააპლიკაციო ფორმა (ოთხი ასლი სურათებით 3x4-ზე);
• დიპლომი 2 ასლი;
• დიპლომის დანართის 2 ასლი;
• ჯანმრთელობის ცნობა;
• ერთი ფოტოსურათი 3x4;
• პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი და ყველა შევსებული ან შტამპიანი გვერდის ასლი;
• CV-ის ორი ასლი (ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე);
• ორი სარეკომენდაციო წერილი ( პროფესორებისაგან);
• სამუშაო გეგმა ორ ეგზემპლარად;
• თომერის ენის კურსების სერტიფიკატი (თუ კანდიდატს აქვს).
მოთხოვნილი დოკუმენტები, თუ ისინი ქართულ ენაზეა, უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე და წარმოდგენილი ორ ეგზემპლარად სხვადასხვა ფაილში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები თურქული ენის საზაფხულო კურსებისთვის:
თურქული ენის კურსებზე მონაწილეობის მიღების მსურველი უნდა იყოს სტუდენტი ან უკვე უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება
• სააპლიკაციო ფორმა (სურათით 3x4-ზე);
• დიპლომის ასლი;
• ჯანმრთელობის ცნობა;
• ერთი ფოტოსურათი 3x4;
• პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი და ყველა შევსებული ან შტამპიანი გვერდის ასლი.
მოთხოვნილი დოკუმენტები, თუ ისინი ქართულ ენაზეა, უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე და წარმოდგენილი ორ ეგზემპლარად სხვადასხვა ფაილში
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2010 წლის 12 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.digm.meb.gov.tr
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)