ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ტრენტოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა

ტრენტოს უნივერსიტეტის (იტალია) სადოქტორო სკოლა აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე 2011-2012 წლისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების ან მის მომიჯნავე სფეროში (ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, პოლიტიკური ფილოსოფია, სოციოლოგია).

პროგრამა ინგლისურენოვანია. კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 6 აპრილი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.unitn.it/en/drsis/14813/admission

ბანერები