ტრენინგი ჟურნალისტებისათვის
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამა “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (IREX) იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) ტრენინგზე:
„როგორ უნდა იმუშაონ ჟურნალისტებმა (რეპორტიორებმა, კორესპონდენტებმა) მასობრივი არეულობებისა და სხვა კონფლიქტური სიტუაციების დროს “
ორი ორდღიანი სემინარი ჩატარდება 28 და 29 ნოემბერს და შემდეგ 1 და 2 დეკემბერს, IREX -ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6. სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისში, ასევე რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს), რომლებსაც აქვთ საფრთხის შემცველ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.
G-MEDIA პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით.
ტრენინგებს გაუძღვება საერთაშორისო ტრენერი ტიმოთი კენი, რომელსაც კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. ტიმოთი კენის მოკლე ბიოგრაფია იხილეთ ქვემოთ.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
1. მასალის მომზადება საფრთხის შემცველ სიტუაციაში;
2. მსგავს სიტუაციებში მუშაობის რისკების შეფასება და ანალიზი;
3. საუკეთესო ხერხები და მეთოდები მასობრივი არეულობების და სხვა კონფლიქტური სიტუაციების გასაშუქებლად.
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 ნოემბერი, 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.