ტრენინგი "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი) საქმის წარმოების პრაქტიკული ასპექტები"
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამართლიანობისათვის - საქართველო" აცხადებს საბუთების მიღებას ტრენინგზე "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი) საქმის წარმოების პრაქტიკული ასპექტები".
ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობის შესახებ. კერძოდ, პრაქტიკოსი ადვოკატები ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ იმ პროცედურულ და არსებით საკითხებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში.
ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგ ძირითად საკითხებს:
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტრუქტურა და საქმიანობის თავისებურებანი;
• პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობა სამართალწარმოებაში;
• საქმის წარმოების ეტაპები;
• დროებითი ღონისძიების ცნება და მისი გამოყენების საფუძვლები;
• საქმისათვის პრიორიტეტის მინიჭების ცნება და მისი გამოყენების საფუძვლები;
• საჩივრის მომზადება და წარდგენა;
• საჩივრის დასაშვებობის განხილვა სასამართლოს მიერ (თეორიული და პრაქტიკული ასპექტები);
• საჩივრის განხილვა და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება;
• სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის ცნება და მისი წარდგენის საფუძვლები;
• კომპენსაციის მინიჭება;
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ადვოკატს ან სხვა დაინტერესებულ პირს.
ტრენინგი ჩატარდება მცირე ჯგუფებში და შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შემდეგ ორ ჯგუფში მონაწილეობის საშუალება:
I ჯგუფი: 11-12 ნოემბერი, 2010 წ.
II ჯგუფი: 20-21 ნოემბერი, 2010 წ.
ტრენინგის წარმატებული მონაწილეები, ტრენინგის დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
ტრენინგის ღირებულება: 50 ლარი.
რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.