ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ტომას და რუთ რივერსების საერთაშორისო სტიპენდია

ცხადდება ტომას და რუთ რივერსების საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს დასვენების შესახებ მსოფლიო კონგრესში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

•    ბაკალავრიატის ან ბოლო კურსის მაგისტრატურის  სტუდენტები, რომელთა ძირითადი სპეციალობაა დასვენება, დასვენების სერვისები ან ტურიზმი;
•    კანდიდატს რეკომენდაციას უნდა უწევდეს მინიმუმ ორი პიროვნება იმ  უნივერსიტეტის კონკრეტული დეპარტამენტიდან, სადაც უშუალოდ კანდიდატი სწავლობს;
•    კანდიდატს უნდა გააჩნდეს ინტერესი ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების მიმართ;
•    კანდიდატს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროებში მოხალისეობრივი ან ანაზღაურებადი სამუშაო გამოცდილება;
•    აბსტრაქტის ასლები;
•    კანდიდატის მთავარი პროფესორის სარეკომენდაციო წერილი.


განაცხადის გაგზვანის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები