ტომას ბატას უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა, ზლინი) 2010/11 წლის სტიპენდიები
ტომას ბატას უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ექვსი ფაკულტეტისაგან შედგება და სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ სფეროებს:
- ქიმია;
- საკვების დამუშავება;
- ეკოლოგია;
- მენეჯმენტი;
- ეკონომიკა;
- ხელოვნება;
- კომუნიკაციები;
- ინფორმატიკა;
- პედაგოგიკა;
- ფილოლოგია;
- ჯანდაცვა.
უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კვლევით ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკაში და მის ფარგლებს გარეთ.
უნივერსიტეტის ძირითადი პრიორიტეტია ინტერნაციონალიზაცია, რისთვისაც ხორციელდება სპეციალური პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.
ტომას ბატას უნივერსიტეტი წარმოადგენს ბილინგვურ უნივერსიტეტს. იგი მრავალი სახის სტიპენდიას სთავაზობს უცხოელ სტუდენტებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საქმეთა დეპარტამენტს
სტიპენდიების,დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11