თეა ახობაძის სახელობის კონკურსი
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს ყოფილი თანამშრომლის თეა ახობაძის სახელობის კონკურსს ორიგინალური სტატიის/მცირე ნაშრომის მოსამზადებლად თემაზე: ნარკომანია საქართველოში- სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
თემა:
"ნარკომანია საქართველოში- სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები".
კონკურსის პირობები:
• მიიღება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური განაცხადები;
• ჩატარდება 2 კონკურსი, ერთი-ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ხოლო მეორე-მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
• მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით არანაკლებ 2 გვერდისა და არაუმეტეს 5 გვერდისა;
• ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს "AcadNusx" ან "Sylfaen" შრიფტით ქართულ ენაზე;
• ტექსტი უნდა იყოს გამართული და რედაქტირებული;
• კონკურსში გამარჯვებულმა მონაწილეებმა უნდა მოაწყონ სტატიის/ნაშრომის პრეზენტაცია;
• კონკურსში გამარჯვებულმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სალარე ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბანკიდან (საბანკო რეკვიზიტები);
• გამარჯვებულ სტატიებზე საავტორო უფლებები გადაეცემა ფონდს "ღია საზოგადოება - საქართველო".
კონკურსისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 8 დეკემბერი;
განაცხადების შეფასება დასრულდება 2010 წლის 19 დეკემბერს;
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება 2010 წლის 22 დეკემბერს.
პრიზები კონკურსში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი - ერთი ნომინაცია - 800 ლარი;
II ადგილი - ორი ნომინაცია - 400 ლარი;
III ადგილი - სამი ნომინაცია - 200 ლარი.
კონკურსისთვის განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფორმით.
განაცხადის წარმოდგენისას მიუთითეთ:
1. კონკურსის დასახელება - "თეა ახობაძის სახელობის კონკურსი";
2. კონკურსში მონაწილის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
3. კონკურსში მონაწილის პირადობის მოწმობის ასლი და მისამართი;
4. საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.