ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

თბილისის ფრანგული ინსტიტუტის საზაფხულო კურსები საფრანგეთში

თბილისის ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ფრანგული ენის შემსწავლელ საზაფხულო კურსებს შეღავათიან ფასად საფრანგეთში, ერთ-ერთ საზაფხულო სკოლაში:
•     Alliance française de Paris (ალიანს ფრანსეზი, პარიზი);
•     Alliance française de Nice (ალიანს ფრანსეზი, ნიცა);
•     Alliance française de Bordeaux (ალიანს ფრანსეზი, ბორდო);
•     AzurLingua Nice (აზურლინგვა, ნიცა);
•    Institut Européen de Montpellier (მონპელიეს ევროპული ინსტიტუტი);
•     CAVILAM (კავილამ, ვიში);

ერთკვირიანი კურსის საფასურია 200€-დან, თვითმფრინავის ბილეთის, საცხოვრებლის, კვების და ვიზის საფასურის გარდა.
ფრანგული ინსტიტუტის დახმარებით ენის კურსებზე ჩაწერისას თქვენ ისარგებლებთ შემდეგი უპირატესობით:
•     10% -დან 20 %-მდე ფასდაკლება სწავლის საფასურზე ენის სკოლაში;
•     ამომწურავი ინფორმაცია ენის ცენტრებისა და საცხოვრებლის შესახებ;
•    კურსებზე ჩაწერისა და საცხოვრებლის დაჯავშნის შესაძლებლობა პირდაპირ თბილისის ფრანგული ინსტიტუტიდან.

ფრანგული ენის ინსტიტუტში მომსახურების საფასურია 80 ლარი.

პროგრამაზე ჩაწერის ზუსტი ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის. ჩაწერა ხორციელდება ადგილების შევსებამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის- ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები