ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ტაივანის კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა

ტაივანის კვლევითი ინსტიტუტი - სინიკას აკადემია აცხადებს განაცხადების მიღებას 2010-2011 სასწავლო წლისათვის ტაივანის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე (TIGP). პროგრამა ჩატარდება ინგლისურ ენაზე. სტიპენდია შეადგენს ყოველ წლიურად 11.000 აშშ. დოლარს. სტუდენტებს, რომლებიც კურსის მიმდინარეობისას გამოავლენენ საუკეთესო აკადემიურ მოსწრებას, ფინანსური მხარდაჭერა გაუგრძელდებათ კურსის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში.

2010 წლისათვის TIGP პროგრამა გთავაზობთ 9 სადოქტორო პროგრამას შემდეგ სპეციალობებში:
• ქიმიური ბიოლოგია და მოლეკულური ბიოფიზიკა;
• მოლეკულური მეცნიერება და ტექნოლოგია;
• მოლეკულურ-ბიოლოგიური სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებანი;
• მოლეკულურ-უჯრედული ბიოლოგია;
• ბიოინფორმატიკა;
• ბაზისური მეცნიერებანი და ტექნოლოგიები;
• მოლეკულური მედიცინა;
• კომპიუტერული ლინგვისტიკა და ჩინური ენის სწავლების განვითარება;
• დედამიწის სისტემის მეცნიერება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

• ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა (დიპლომი);
• აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე: ნიშნების ფურცლები, დაგროვილი ქულები და კრედიტები, გამოცდებსა და სემინარებზე მიღებული შეფასებები და ა.შ;
• ინგლისური ენის ფლობის ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა (TOEFL ტესტი: 79 ქულა ინტერნეტ-ტესტი, 213 ქულა კომპიუტერული ტესტი, 550 ქულა ხელნაწერი ტესტი; 5.5 ქულა IELTS -ის შეფასებით ან საშუალოზე მაღალი დონე GEPT ტესტის შესაბამისად);
• GRE -ის გამოცდაზე მიღებული შეფასებების ოფიციალური დოკუმენტაცია;
• სამოტივაციო წერილი;
• სარეკომენდაციო წერილები სამი სხვადასხვა რეკომენდატორისაგან, რომლებიც უშუალოდ ზედამხედველოვდნენ კანდიდატის მიერ უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო /სამაგისტრო კურსების გავლას და ხელი მიუწვდებოდათ აკადემიური მოსწრების ამსახველ დოკუმენტაციაზე;
• გარდა ზემოაღნიშნულისა, TIGP პროგრამის მიმღები კომისიის მიერ მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული ნაშრომებისა და საავტორო შრომების შესახებ.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 მარტი. სააპლიკაციო ფორმის მისაღებად და განაცხადის ელექტრონულად გასაგზავნად გთხოვთ ისარგებლოთ ბმულით: http://db1n.sinica.edu.tw/textdb/tigp/.
პროგრამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღება იხილეთ ვებ-გვერდი: tigp.sinica.edu.tw/

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები