ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სწავლა საფრანგეთში

საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები.

2012 წლის 2 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ (ვაჟა–ფშაველას გამზირი N.29), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩატარდება პრეზენტაცია თემაზე „საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები“, საუბარი იქნება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიებსა და სხვადასხვა საზაფხულო პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ ფრანგული ინსტიტუტი კოორდინირებას უწევს სასწავლო და სტაჟირების პროგრამებს მედიცინის დარგის სპეციალისტებისათვის (DFMS, DFMSA).

დასწრება თავისუფალია

საკონტაქტო პირი: ია ავალიანი, ტელ.: 254 24 50
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. TSMU
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები