ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიის პროგრამა – სააგენტო "ი ელ ელ"

საგანმანათლებლო სააგენტო "ი ელ ელ" გთავაზობთ უნიკალურ შანსს მოიპოვოთ ერთ-წლიანი სრული აკადემიური სტიპენდია და აიღოთ ბაკალავრის ხარისხი დიდი ბრიტანეთის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში, ოთხის მაგივრად მხოლოდ სამ წელიწადში.

 აღნიშნული პროგრამა "Diploma Foundation" განკუთვნილია იმ სკოლადამთავრებულთათვისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისურის ცოდნის მაღალი დონე. კერძოდ, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება პირდაპირ გადახვიდეთ შესაბამისი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეორე კურსზე. პროგრამის გავლა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში: Heriott-Watt University, University of Sussex, University of Lincoln, Keele University, University of Newport, University of Stirling, University of Huddersfield, University of Glasgow, Nottingham Trent University, University of East Anglia, University of Exeter, Newcastle University, Queen's University Belfast, Bournemouth University.

 თქვენი პროფესიული მიზნებიდან გამომდინარე, თქვენ ირჩევთ შემდეგი მიმართულებიდან ერთ-ერთს: ბიზნესის მენეჯმენტი, ბუღალტერია და ფინანსები, მარკეტინგი, საინჟინრო, კომპიუტერული მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა, მედია და ხელოვნება.

კურსის ხანგრძლივობა: 3-4 სემესტრი (სემესტრი გრძელდება 10-11 კვირას).
კურსის დაწყების თარიღი: სექტემბერი, იანვარი.
კურსის წარმატებით დასრულების (შეფასებები - 65% და ზევით) შემდგომი საფეხური: ბაკალავრიატის მეორე კურსი.

პროგრამაზე მოსახვედრად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

მაღალი აკადემიური მოსწრება - საშუალო სკოლის ატესტატი მაღალი GPA-თი.
ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა - IELTS მინიმუმ 6.0.
მინიმალური ასაკი: 17 წელი.

იმ კანდიდატებს, რომელთა ინგლისურის დონე არ შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, საგანმანათლებლო სააგენტო "ი ელ ელ" გთავაზობთ ჯგუფურ კურსებს ზოგად ინგლისურში და ინდივიდუალურ მომზადებას IELTS-სა და TOEFL-სთვის.
 
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 27 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები