სტიპენდიის პროგრამა დოქტორანტურის სტუდენტებისა და პოსტდოქტორებისათვის
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და ტრენინგების ინიციატივა (CARTI) აცხადებს საბუთების მიღებას 2012 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად დოქტორანტურის სტუდენტებისა და პოსტდოქტორებისათვის.
სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა იყოს ქემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე:
• ავღანეთი;
• სომხეთი;
• საქართველო;
• აზერბაიჯანი;
• ყაზახეთი;
• მონღოლეთი;
• ტაჯიკეთი;
• თურქმენეთი;
• უზბეკეთი.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 7 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.