ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიების პროგრამა - შვედეთი

შვედეთის ჯონკოპინგის უნივერსიტეტი (ჯონკოპინგის საერთაშორისო ბიზნესისა და ინჟინერიის სკოლა)  გთავაზობთ დაახლოებით 15 სტიპენდიას, რომლებიც დაფარავს სწავლის თანხის 30%-ს მთლიანი პროგრამისთვის (ბაკალავრიატზე - 3,000 ევრო, მაგისტრატურაზე - 3,900 ევრო).

აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია 18 იანვრიდან 15 აპრილამდე. სტიპენდიის მინიჭება მოხდება აპლიკაციის მიხედვით. თუ პირველ ეტაპზე გახვედით, შემდეგ უნდა წარადგინოთ რეკომენდაციისა და მოტივაციის წერილები.

ბაკალავრიატის მოთხოვნები:
•    სკოლის ატესტატი;
•    IELTS 6.0/TOEFL iBT 80.

მაგისტრატურის მოთხოვნები:
•    ბაკალავრის დიპლომი;
•    ნიშნები;
•    IELTS 6.0/TOEFL iBT 80.

სწავლის გადასახადი (სრული):
ბაკალავრიატი: 10,000 ევრო წელიწადში.
მაგისტრატურა: 13,000 ევრო წელიწადში (1 ან 2 წელი).

ყველა პროგრამა იწყება 2011 წლის 23 აგვისტოს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 22 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები