სტიპენდიების პროგრამა - ბრიტანეთი
საგანმანათლებლო სააგენტო "ი ელ ელ" გთავაზობთ შანსს მიიღოთ ნაწილობრივი სტიპენდიები (სწავლის გადასახადის 50%) Queen's University Belfast და Exeter უნივერსიტეტის წინასაუნივერსიტეტო პროგრამებზე და შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამების პირველ წელზე. ეს არის უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული საერთო-სასტიპენდიო კონკურსი.
Exeter University-ში წინასაბაკალავრო სტიპენდიების მოპოვება შეიძლება შემდეგ სპეციალობებში: მეცნიერება, ჰუმანიტარული საგნები, სამართალი და სოციალური მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა.
Queen's University Belfast-ში წინასაბაკალავრო სტიპენდიების მოპოვება შეიძლება შემდეგ სპეციალობებში: ბიზნესი, მეცნიერება, ჰუმანიტარული საგნები, სამართალი და სოციალური მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა.
წინასამაგისტრო სპეციალობებია ფინანსები და მენეჯმენტი.
წინასაბაკალავრო პროგრამის დეტალები:
• კურსის დაწყების თარიღი: სექტემბერი 2011; იანვარი 2012;
• სწავლის ღირებულება: 11,490 ფუნტი;
• ცხოვრების ღირებულება (ბინა, კვება, ტრანსპორტი): 5,000-7,000 ფუნტი წელიწადში;
• ძირითადი მოთხოვნები: საშუალო სკოლის ატესტატი მაღალი GPA-თი, IELTS მინიმუმ 5.5 - 6.0.
სტიპენდია - 11,490 ფუნტი ფარავს მხოლოდ სწავლის გადასახადს. ეს თანხა გაიყოფა ორ ნაწილად და 5,745 დააკლდება წინა-საბაკალავრო/წინა-სამაგისტრო პროგრამის გადასახადს (პირველი წელი), მეორე ნაწილი - პირველი კურსის გადასახადს (მეორე წელი).
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა: 1 ივნისი და 1 ნოემბერი, 2011 წ.
შენიშვნა: საცხოვრებელ ხარჯებს (100%) და სწავლის გადასახადის მეორე ნაწილს (50%) მოსამზადებელ პროგრამაზე და პირველ კურსზე მთლიანად ფარავს სტუდენტი, თავისი სახსრებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.