ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიების პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისათვის

ცხადდება შავი ზღვის კავშირის სტიპენდიის პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისათვის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით რუმინეთში.

მოთხოვნები:
სადოქტორო ფაკულტეტის სტუდენტი ან დოქტორის ხარისხის მფლობელი. უპირატესობა მიენიჭებათ 40 წლამდე კანდიდატებს.

პროგრამის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (5 თვე), 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე, ან 2013 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე, ან სრული აკადემიური წელი (10 თვე) 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 ივლისამდე.

პროგრამის ადგილი: 
ევროპის ახალი კოლეჯ-ინსტიტუტი ბუქარესტში.

სტიპენდია:
თვეში 650 ევრო, საცხოვრებელი, საერთაშორისო ტრანსპორტი. ერთთვიანი კვლევითი მოგზაურობა საზღვარგარეთ უნივერსიტეტში, 500 ევროს ლიტერატურა.
სამუშაო ენები: ინგლისური, ფრანგული და გერმანული. სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 15 იანვარი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები